spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მთავრობამ 1 ოქტომბერს გადასცა  საკანონმდებლო უწყებას.   საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეიმუშავა გრაფიკი, რომლის მიხედვით ბიუჯეტი კომიტეტებმა უნდა  განიხილონ. როგორც  ბიუროს სხდომაზე საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრულ ვადებში გადასცა პარლამენტს. 

 

ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 1300 გვერდზეა გაწერილი. ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%- იან ზრდაზე.

 

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ 6, 9% დეფიციტით ვმუშაობთ და ეს დეფიციტი 4, 4%-მდე ჩამოვა.  2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 400 000 000 ლარზე მეტი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20-25 ლარით, გამომდინარე იქიდან, 70 წლამდე არის თუ 70 წლის ზევით პენსიონერის ასაკი. გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასები ზრდა  და  სხვადასხვა ტიპის შეღავათები. საკმაოდ კარგი და დაბალანსებული ვერსიაა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, გრაფიკით წარმოდგენილი განსაზღვრული  საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

 

ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და  ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები