spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან ზარის განხორციელების უფლება ჩამოართვეს

პროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან  ზარის განხორციელების უფლება ჩამოართვეს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების გამართვაზე უარს ამბობს.

 

“შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესის ჩანიშვნა მოვითხოვეთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ – ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს. ასევე, „პიჯაკების საქმეზე“ მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსჯავრდებულ პირებს ზარის განხორციელების უფლება არ ეზღუდება. ასეთ მოცემულობაში გვიწევს ბრძოლის გაგრძელება”, – განაცხადა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები