spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ჩხარის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხარის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

“თერჯოლაში წარმატებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის აქტიურ ფაზაშია სოფელ ჩხარში ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა; დასასვენებელი სკვერი, გმირთა მემორიალი და ა/ბეტონის მოედანი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შემქნას”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

 

სამშენებლო სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგო” ახორციელებს,  რომლის ღირებულება 154 998 ლარს შეადგენს.

 

დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, თერჯოლის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

 

პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა.

 

სამუშაო პროცესი დაწყებულია რუსთაველის #105 და #107 საერთო საცხოვრებლებზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები