spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

სსაქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით და ასევე პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

 

საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. შეიარაღებული ოკუპანტები საქართველოს ოთხ მოქალაქეს აედევნენ, ერთმა თავს გაქცევით უშველა, სამი დაკავებულიდან ერთი კი, სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაშავებული ცენტრალურ ხელისუფლებას გუშინ გადმოსცეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები