spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებსა და არჩევნების მეორე ტურის შესახებ იმსჯელეს.

 

ამის შესახებ პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ 2 მიმართულებაზე ვიმსჯელეთ. 

 

მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ მათ შორის თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისათვის და გათავისუფლების მოთხოვნით”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

 

მისივე თქმით, აქციის თარიღსა და ზუსტ დროზე მსჯელობა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები