ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ოპოზიციის სხვა ლიდერები. ისინი საარჩევნო კომისიის თვმჯდომარისაგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
საოლქო კომისიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ოპოზიციის პროტესტი ზუგდიდში ხმების გადათვლის შედეგმა გამოიწვია, რის საფუძველზე ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა.
გუშინ # 11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად მმართველის პარტიის წარმომადგენელს 13 ხმა დაემატა, ბიულეტენების ხელახლა გადათვლამდე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა “ქართული ოცნების” კანდიდატს.