საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს სოლიდარობას უცხადებს.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
“კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – ვინ არის დამნაშავე.
შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით მიხეილ სააკაშვილი”, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.