spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში, ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს – “ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ხმა თითქოს ისმისო”

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი ნანგრევების ქვეშ 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

 

ის პირველადი დახმარების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმრის თქმით, ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

 

რამაზ დავლაძე იმედოვნებს, რომ მაშველები მათ ბავშვებსაც იპოვიან.

 

“ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის”, – აცხადებს რამაზ დავლაძე.

 

ამჟამად, მაშველები მეკეიძის შვილებს – 1.2 წლის და 9 წლის ბავშვებს ეძებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები