ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია.
ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოყვანილია ასევე ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სამაშველო ოპერაცია 13 საათზე მეტია მიმდინარეობს და როგორც აცხადებენ, ნანგრევებში მოყოლილი ბოლო ადამიანის პოვნამდე გაგრძელდება