spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს, საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები.

 

მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“, – აღნიშნავენ დიპლომატიურ უწყებაში.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები