აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა.
ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს გამართოს.
“დავთანხმდი „ფოქს ნიუსს“, მქონდეს დებატები კამალა ჰარისთან 4 სექტემბერს. მანამდე, დებატები ჩანიშნული იყო მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ABC-ზე, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე ვაწარმოებ სასამართლო პროცესს ABC Network-ისა და ჯორჯ სტეფანოპულოსის წინააღმდეგ, რითაც ვქმნი ინტერესთა კონფლიქტს“, – წერს ტრამპი.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ის დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზადაა.
“ფოქს ნიუსმა“ დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს დებატები 17 სექტემბერს შესთავაზა. კამალა ჰარისს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდება, თუ არა შეთავაზებას.