spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში მომხდარი ტრაგედიას დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

“დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს  ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

 

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

 

ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

 

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და  მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები