ბათუმში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.
პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.
“შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, იგი კონტაქტურია უკვე და აღარ არის მართვით სუნთქვაზე. პაციენტი ჯერ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მალე შესაძლოა, პალატაში გადავიყვანოთ“, – განაცხადა კლინიკა „მედცენტრის“ ექიმმა მედეა ქაჯაიამ.
ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას გადაურჩა. გარდაცვლილი 9 ადამიანიდან სამი ბავშვია.