გლოვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.