spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ვიზუალურად ძველებურად მიშა არ გამოიყურება, დანარჩენი ექიმების შესაფასებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დედამ და შვილებმა მოინახულეს.

 

როგორც სააკაშვილის დედა აცხადებს, შვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა, თუმცა ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილს საუბარი არ სურს.

 

“მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ. ვიცი ის, რომ უკვე ადამიანი შიმშილობს 15 დღეა. როგორც ირკვევა, ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეებიც, როგორც ჩანს, არაფერი უჭამია. ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, ის ვნახე და რა თქმა უნდა, ძველებურად ვერ გამოყურება. შევედით მე და შვილები. ამიტომ ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ არის ყოჩაღად. მე კი ვუთხარი, შეეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ეს ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია, არაფერს მიჯერებს, თავის ჭკუა და აზრი აქვს ყველაფერზე.

 

ერთ შვილს ელაპარაკა, მერე მეორეს იმ საკითხებზე, რაც მათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. გაგვიხარდა, რადგან პირველი შეხვედრა იყო. იცით რა, კვლევები რომ იყოს, კარგი იქნებოდა.  შიმშილობაზე, როცა შევდიოდი, ვიცოდი მისი აზრი, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდა. მე წამოვიწყე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ არ იყო ეს თემა მიღებული და მერე შევცვალეთ თემა. წონაში სხვაობა არის, მაგრამ რამდენი აქვს დაკლებული, ისიც არ ვიცი.

 

პროცესებს რაც შეეხება, ამაზე არ გვისაუბრია. ვცდილობდი, რომ გადამეტანა ყურადღება, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. რა არის ამდენი გადასადები, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ცნობილია, რამდენი ხანია, რა საჭიროა ამდენი გადადება. ვიზუალურად ძველებურად მიშა არ გამოიყურება, დანარჩენი ექიმების შესაფასებელია“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები