spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ამერიკის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას ევროპაში მიემგზავრება.

 

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

 

ლოიდ ოსტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები