spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ უფრო მეტი გააკეთონ

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ათასობით რუსული რაკეტა და დრონის რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საჰაერო ძალებმა კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა უკრაინელ დამცველებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დღე მიულოცა.

“უკრაინა ყოველთვის მადლიერი იქნება ყველასი, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენს სახელმწიფოს და იცავს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს რუსული ტერორისგან. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ცის ყველა ჩვენს დამცველს – უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების უკრაინელ ჯარისკაცებს – თითოეული ჩამოგდებული რუსული სამიზნისთვის, მათი ეფექტურობისა და სიზუსტისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ათასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი, ასობით რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

“ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ უფრო მეტი შეძლონ“, – აღნიშნა მან.

4 აგვისტოს უკრაინა შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დღეს აღნიშნავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები