spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ და ისრაელი ირანის დარტყმას 5 აგვისტოს ელოდებიან

მედიის ცნობით, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას უკვე 5 აგვისტოს გეგმავენ.

ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა.

გენერლის რეგიონში ვიზიტი ჯერ კიდევ ისრაელს, ირანს და “ჰეზბოლას” შორის ურთიერთობების ესკალაციამდე იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა ის ვიზიტს სავარაუდოდ, გამოიყენებს  იმავე საერთაშორისო და რეგიონული კოალიციის მობილიზებისთვის, რომელიც დაეხმარა ისრაელის დაცვას 13 აპრილს ირანის თავდასხმისგან.

ირანისა და “ჰეზბოლას” ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ “ჰეზბოლას” უმაღლესი სამხედრო მეთაურის ფუად შუქრის და “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობებზე. ირანი და პალესტინური მოძრაობა ამ ქმედებებში ისრაელს ადანაშაულებენ, თუმცა ისრაელის ხელისუფლება მკვლელობაში მონაწილეობას არც აღიარებს და არც უარყოფს.

თავის მხრივ, აშშ აგროვებს თავის ძალებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის მოსამზადებლად და აგზავნის უფრო მეტ სამხედრო ხომალდებს და გამანადგურებლებს რეგიონში.

აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანის რეაგირება იგივე იქნება, რაც 13 აპრილის თავდასხმაზე, მაგრამ შესაძლოა, უფრო მასშტაბურიც იყოს და მასში “ჰეზბოლას” ლიდერებიც ჩართონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები