ერთ-ერთი პატიმარი, შევარდა მეორე პატიმრის, მეგობრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქედან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო, – აცხადებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხარი ხანძრის შესახებ.
ადვოკატის თქმით, 2 გარდაცვლილის შესახებ მას ინფორმაცია ერთ-ერთი პატიმრის ოჯახმა მიაწოდა, რომელიც თავის ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ თავად კარგად იყო, თუმცა 2 ადამიანი დაიღუპა.
“ხანძარი გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც გადაედო საწყობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის, მეგობრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქედან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. დაშავებულების თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ”, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.