ამერიკის შეერთებული შტატების სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.
შეხვედრა სასტუმრო “რუმსში” დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და პარტიების წარმომადგენლები მასზე რიგრიგობით შედიან.
უკვე გაიმართა შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ასევე, არასამთავრობოებთან. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა.
ამჟამად შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.