პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ მის დას გუშინ აცნობეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთის გავლით, საფრანგეთში აპირებდა ჩასვლას, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილში ორნი იმყოფებოდნენ. პირი, რომელიც მანქანას მართავდა, პოლონელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.