spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – ამ ვიზიტის შემდეგ ახალი მომენტუმი გაჩნდება, რომლის გამოყენებას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი დიდი სტრატეგიული განტოლების ნაწილია, რაც დაკავშირებულია შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხთან,  – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა, დიპლომატმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა. 

 

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის შედეგად შექმნილი ახალი მომენტუმის გამოყენებას ჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის ლეგიტიმური უფლება ექნება. 

 

“ეს ვიზიტი უფრო დიდ სტრატეგიული განტოლების ნაწილი არის, ერთ-ერთი არის შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ბოლო პერიოდში უკვე ნატოს სამიტის დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი შავ ზღვასა და შავი  ზღვის უსაფრთხოებას. ეს საკითხო დაიწყო ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაგრამ საქართველო და უკრაინა არის ის 2 მთავარი რგოლი, რომელიც, ერთის მხრივ, აკლია დასავლეთს და ნატოს, რომ  ეს ზონა დემოკრატიის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელად აქციოს.  მეორეს მხრივ, საქართველო და უკრაინა აკლია რუსეთს, რომ მან თავისი გავლენის ზონა და რეგიონში სრული კომფორტი შეიქმნას.

 

ამიტომ წონა და მნიშვნელობა ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესის დიდია.  უკრაინა,  საბედნიეროდ, კარგ ტრაექტორიაზეა, ვნახოთ, როგორ გააგრძელებს.

 

პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით, ბოლო 7-8 წელია, არაფერი გაუკეთებია საერთოდ, პირიქით, გააფუჭა. ანაკლიის პორტით, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებით, თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებით, სრული უინიციატივობით, შინაარსიდან დაცლილი ნატოსთან თანამშრომლობით, მხოლოდ სადღეგრძელოებით შემოიფარგლებიან. 

 

იგივე,  სტრუქტურული რეფორმების არ გატარებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემკის პოლიტიზირებით, პარტიულ ინტერესებზე დამორჩილებით, ჩვენ ამ სფეროდან ნელ-ნელა გამოვდივართ.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ახალი მომენტუმი გაჩნდება, მაგრამ ამ მომენტუმის გამოყენებას ჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ მან გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ ტელეკომპანია  “მთავარის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები