spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – ჭკვიანად მოიქცნენ, თორემ მოხვდებათ ცხვირში მაგათ

“ქართული ოცნების” დეპუტატის ალუდა ღუდუშურის თქმით, “ქართულ ოცნებას” არასოდეს არაფრის არ ეშინია.

 

მისივე თქმით, მმართველი პარტია აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, რომელიც ბოლომდე მიიყვანს გამარჯვებას.

 

“ჭკვიანად მოიქცნენ, თორემ მოხვდებათ ცხვირში მაგათ. როდესაც კანონს დაარღვევ და ფეხქვეშ გაიფენ ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, რომ აქ კანონი იმუშავებს და მოთხოვს პასუხს. აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ და ეს კამპანია ბოლომდე მიიყვანს იმ გამარჯვებას. არსად არაფერი არ წაგვიგია და გავიმარჯვებთ საბოლოოდ. “ქართულ ოცნებას” არასოდეს არაფრის არ ეშინია. “ნაცებს” რაც შეეხებათ, ბოლო ლურსმანს ქართველი ხალხი, მათ შორის 30-ში დააჭედებს. განცხადებებსაც მოუსმინეთ და მიხვდებით რა დღეში არიან”, – განაცხადა ღუდუშაურმა “მთავარ არხთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები