2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყო და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კონკურსი გამოაცხადა 11 ვაკანტურ პოზიციაზე:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის და სახაზინო კონტროლის განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/XuaKK
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/OTyHi
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/IUZx2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/wWWnC
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის ნებართვების განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/FjoqT
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/baW02
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ინვესტიციების მოზიდვის და ტურიზმის განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/QEZUp
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების სტაჟიორი https://shorturl.at/UpaRd
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/LKYfY
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/6aSf2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი – https://shorturl.at/t9oxD
“კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა მოცემულია შესაბამის ლინკებზე”, – აცხადებენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.