spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იოსებ ხახალეიშვილი “მთავარ არხს” სასამართლოში უჩივის და 55 555 ლარს ითხოვს

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი “მთავარ არხს” სასამართლოში უჩივის. 

 

იოსებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის სარჩელს ტელევიზიის, მისი დირექტორის და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ შეიტანს.  

 

ხახალეიშვილის თქმით, საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალების მომზადება და გავრცელება გახდა.  

 

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ინფორმაცია მისი სუს-ის აგენტობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ტელევიზიის მიერ გავრცელებული მასალა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი იყო.

 

ხახალეიშვილი მორალური ზიანისთვის კომპენსაციას, სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს, რომელიც მისი თქმით, აიპ საველმოქმედო ფონდ “ქუთაისში” გადაირიცხება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები