თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ერთმანეთის პარალელურად 4 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, 27 ბრალდებულის რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, აღკვეთის ღონისძიების გადახედვა იგეგმება.
პროცესების პარალელურად ხმაურია სასამართლოს ეზოში. იქ მომუშავე ჟურნალისტებს 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეების ახლობლები უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილზე იმყოფებიან “ალტ ინფოს” დამფუძნებლებიც. მობილიზებულია პოლიცია.
5-6 ივლისის, ადმინისტრაციული წესით 100-ზე მეტი პირის მიმართ იყო აღძრული საქმე, თუმცა ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილი შეწყდა.
5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.