spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ნარკოლოგიური კლინიკის ეზოში მოხდა. 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცს მანქანიდან მიჯრით ესროლეს და მიიმალნენ. შემთხვევის ადგილიდან ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

 

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შევიდა. მას ორივე ქვედა კიდურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგული.

 

ინცინდენტის თვითმხილველების განცხადებით, მათ შავი ფერის ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც შენიღბული მამაკაცი გადმოვიდა და 44 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა.

 

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გარდაცვლილი მამაკაცი ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ის რეაბილიტაციის მიზნით დაწესებულებაში სისტემატიურად დადიოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები