საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს,რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო- საჰაერო მრეწველობის განვითარებას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.