spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნება” დამარცხდება და გადავა ოპოზიციაში

ოპოზიცია ჯამურად ძალიან დიდი უპირატესობით ამარცხებს “ქართულ ოცნებას”. 5 ნომრის ამოცანაა პირველ ადგილზე გასვლა. 27 ოქტომბრიდან ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი სახე ხელისუფლებაში აღარ იქნება, – აცხადებს Front News-თან ინტერვიუში “ერთიანობის” წევრი სერგო ჩიხლაძე.

Front News – საქართველო – ბატონო სერგო, რა მოლოდინი გაქვთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. რა შედეგებს უნდა ელოდოს საზოგადოება?

  • 26 ოქტომბრის არჩევნები ერთმნიშვნელოვნად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, ამაში კი ვგულისხმობ, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდება და გადავა ოპოზიციაში. ამას მეტყველებს უბრალო მათემატიკა, კვლევები.

ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ოპოზიცია ჯამურად ძალიან დიდი უპირატესობით ამარცხებს “ქართულ ოცნებას”. რაც შეეხება 5 ნომერს, “ერთიანობას”, ეს მთავარი გამწევი ოპოზიციური ძალაა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენი, ერთიანობის, 5 ნომრის ამოცანაა პირველ ადგილზე გასვლა.

Front News – საქართველო – გარდა კვლევებისა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? რამდენად იცნობთ ხალხის განწყობებს?

  • ჩვენ ყოველდღე დავდივართ რეგიონებში, სოფლებში და ვხედავთ განსხვავებულ განწყობას. ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის. ისინიც კი, ვინც ადრე “ქართული ოცნების” მომხრე და ამომრჩეველი იყო, ისინიც კი აღარ აძლევენ “ქართულ ოცნებას” ხმას, ისინიც კი ოპოზიციურად არიან განწყობილი. რა თქმა უნდა, ეს თვითონ “ქართული ოცნების” “დამსახურებაა”. იმ ქმედებების გამო, რაც ბოლო 2-3 თვეში განახორციელა – “რუსული კანონი”, ძალადობა, აშკარა ანტიქართული, ანტიამერიკული, ანტიევროპული ქმედებები,  ბევრი ადამიანისთვის გახდა თვალის ახელის მიზეზი. განწყობები შეცვლილია და ეს თვითონ “ქართულ ოცნებაშიც” იციან.

Front News – საქართველო – რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, აქვს თუ არა თქვენს გაერთიანებას რაიმე კონკრეტული დაპირება მოქალაქეების მიმართ? როგორია თქვენი წინასაარჩევნო კამპანია?

  • კამპანია დაწყებულია უკვე, ჩვენ გვექნება ჩვენი პროგრამის დიდი პრეზენტაცია, მაგრამ წინასწარ, რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, მთავარი დაპირება არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მილიარდობით დოლარის ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, გაზრდილი პენსიები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების შექმნა. განათლება და ჯანდაცვა თავისთავად. ეს კამპანია უკვე დაწყებულია, ძირითადი გზავნილები არის სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციები და 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

Front News – საქართველო – რაც შეეხება დასავლეთიდან შეჩერებულ ფინანსურ დახმარებას, როგორ ფიქრობთ, არა მარტო “ქართული ოცნებისთვის”, არამედ სახელმწიფოსთვის რა შედეგს მოიტანს, როგორც რეპუტაციის კუთხით, ისე ფინანსურად ეს შეჩერებული დახმარებები?

  • სამწუხარო ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა აზიანებს ქვეყანას. ხან 95 მილიონის დაკარგვა, ხან 300 მილიონის, ხან პროგრამების შეჩერება – ეს, სამწუხაროდ, არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აზიანებს “ქართული ოცნება” ქვეყანას. 

იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია, შეუძლებელია, რომ რამე ქართველი ხალხის სასარგებლოდ გაკეთდეს.  

როცა  “ქართული ოცნება” ებრძვის შეერთებულ შტატებს, მეგობრობას აღრმავებს ამერიკის მტრებთან, როცა ებრძვის ევროკავშირს, იღებს “რუსულ კანონს” – რა თქმა უნდა, ამის ფონზე, ლოგიკურია, სამწუხაროდ, რომ ყველა ეს დახმარება შეწყდეს. თუმცა, მე ოპტიმისტურად მინდა, დავასრულო ეს პასაჟი – ორ თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე და ამ დროში, საბედნიეროდ, დასავლეთთან ურთიერთობები შეუქცევადად ვერ დაზიანდება, უბრალოდ, ვერ მოახერხებს ამას “ქართული ოცნება” ამ პერიოდში. 

27 ოქტომბრიდან კი ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი სახე ხელისუფლებაში აღარ იქნება.

Front News – საქართველო – რამდენად დამაბრკოლებელი იქნება წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიების მუშაობისთვის შეჩერებული დახმარებები?

  • დამკვირვებლები დიდი რაოდენობით არიან უკვე ჩამოსულები, ეს იქნება, როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი, როგორ EUTO-ს, ისე IRI-ის ხაზით. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომ ზოგიერთი სამთავრობო პროგრამის დაფინანსება შეჩერდება, თუმცა აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორისთვის გათვალისწინებული დაფინანსება, მიუხედავად გარკვეული პროგრამების შეჩერებისა, გაგრძელდება და შესაძლოა, უფრო უკეთესადაც დაფინანსდეს.

თინათინ ლობჯანიძე

Front News – საქართველო

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები