spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

8 ოქტომბერს ბათუმში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები – „მამაცობისთვის“ გადაეცათ.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.

 

8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები