spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ლუგარის ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა

ლუგარი ამერიკელების დაფინანსებული და შექმნილი პროექტია. ეს ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს 10 მილიარდი ლარის ღირებულების, 100-მდე პროექტი, ეს პროექტები თუ შეჩერდება, საქართველოს სიღარიბე და უმუშევრობა ემუქრება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს ქვეყნის დატოვება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, კიდევ 14 მილიარდს მიიღებს საქართველო, 4 წლის განმავლობაში, რაც სიღარიბის დამარცხებისა და ქართველების საქართველოში დაბრუნების წინაპირობა იქნება. არა თუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის “ერაზმუსის” პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს, იმიტომ, რომ შენ თუ ჰეზბოლასა და ჰამასთან ხარ, მაშინ არაფერი არ გესაქმება ევროპაში, უნდა წახვიდე ვენესუელაში ან ირანში. ლუგარი ამერიკელების დაფინანსებული და შექმნილი პროექტია. ეს ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები