spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – შეწყალება მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი უნდა დაინტერესდეს პრეზიდენტის ბედით

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა ახლა მოქმედ პრეზიდენტზეა.

 

მისივე თქმით, მოქმედი პრეზიდენტი უნდა დაინტერესდეს პრეზიდენტის ბედით.  

 

“მე არ ვუბიძგებ მას, რომ უნდა შეიწყალოს, ეს მისი გადასაწყვეტია და მისი საზიდი ტვირთია, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი უნდა დაინტერესდეს პრეზიდენტის ბედით. თუ დასჭირდება და მიიჩნევს საჭიროდ, მეც შეიძლება ჩავერთო ამაში, რომ სამმა პრეზიდენტმა ისაუბროს არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე და იმაზე, რომ ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას, მაგრამ პრეზიდენტის ბედით პრეზიდენტი, მინიმუმ, უნდა დაინტერესდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები