spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – მოვუწოდებ ენმ-ს და ადვოკატებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

 

“მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში.

 

ეს ღონისძიება სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში”, – განაცხადა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები