spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – დიქტატურის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში

ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში.

თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუსტის და აგონიის ნიშნად”, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მესამე პრეზიდენტი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები