spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა ბრეგვაძე – გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში

თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, მიზეზი მისი დის შვილის, თენგიზ გიორგაძის “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა და “ქართული ოცნების” გუშინდელ აქციაზე არმისვლა გახდა.

 

სასწავლო დაწესებულებას ის ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა დაკავებული თანამდებობიდან სწორედ გუშინ გაათავისუფლეს.

 

“ერთი წლის წინ მოხსნეს დირექტორი ამ სკოლის. როდესაც ვიკითხეთ რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა – რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას და მაქვს კითხვა – რატომ. მე გახლავართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატის, თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი არის გულმხურვალე მხარდამჭერი “ოცნების”. სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული”, – განაცხადა თეა ბრეგვაძემ.

 

თეა ბრეგვაძის გათავისუფლებას სკოლის პედაგოგები და მშობლები აპროტესტებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები