უკრაინა საქართველოს ელჩს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებებისთვის იბარებს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
“მე ვიბარებ საქართველოს ელჩს უკრაინაში ახსნა-განმარტებებისთვის, რატომ ხდება მსგავსი სიტუაციები ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ვფიქრობ, ის ინფორაციები, რომელიც მე მივიღებ ბატონ სააკაშვილისგან, ევროპული სახელმწიფოების სხვა ელჩებს გავაცნო”, – განაცხადა დენისოვამ.
საქართველოში 27 ოქტომბერს უკრაინის რამდენიმე მოქალაქე არ შემოუშვეს, მათ შორის ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება სურდა.