spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ ანჯაფარიძე – “კუმ ფეხი გამოყოო….“ ჰოდა, ასეთი „პოლიტიკური კუს“ მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

გაგიგონიათ, ალბათ ყველას ნათქვამი „კუმ ფეხი გამოყოო….“ ჰოდა, ასეთი „პოლიტიკური კუს“ მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთხოვს.

 

“გაგიგონიათ, ალბათ ყველას ნათქვამი „კუმ ფეხი გამოყოო….“ ჰოდა, ასეთი „პოლიტიკური კუს“ მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, რამდენჯერაც ბაქნიდან ფეხი გამოყო, იმდენჯერ სასწრაფოდ უკან შეყოფა მოუწია, იმდენად ვერ მიიღო მისი არაადეკვატური ფეხის გამოყოფები, ვერც პოლიტიკურმა კლასმა და ვერც საზოგადოებამ. ახლაც ეტყობა ჩათვალა, რომ ფეხის გამოყოფის დროა და სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთავაზობს შემხვდი და საკითხი განვიხილოთო. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა, მეორეც, საკითხის განხილვის აუცილებლობაც რომ დადგეს, ჩნდება მარტივი კითხვა – რა შუაშია აქ საერთოდ მარგველაშვილი?! პრეზიდენტი მის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე? აქ ზუსტად ის შემთხვევაა, კუ რომ მეტიჩრობას დაიწყებს და ფეხს გამოყოფს – მეც ნახირში მინდაო’’, – წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები