კონკრეტულ ადამინებს, ვისაც უხარია ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს მესამე პრეზიდენტის, უკაცრავად, მაგრამ ამ ადამიანების გამოც ვწუხვარ, იმიტომ მათ ან მორალურ მდგომარეობას აქვს პრობლემა, ან ფსიქოლოგიურს, ადამიანურს თუნდაც – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 დღეა შიმშილობს.
ხაბეიშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება პატიმრის ნების საწინააღმდეგოდ, გლდანის ციხეში მის გადაყვანას მოახდენს.
“ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ პირობებს მესამე პრეზიდენტისთვის. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული. იმიტომ არის საკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანმა აუცილებელი, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც უხარია ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს მესამე პრეზიდენტის, უკაცრავად, მაგრამ ამ ადამიანების გამოც ვწუხვარ, იმიტომ მათ ან მორალურ მდგომარეობას აქვს პრობლემა, ან ფსიქოლოგიურს, ადამიანურს თუნდაც. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, პატიმრის მოპარვით დაკავდება “ქართული ოცნება”, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ადეკვატური რეაქცია იქნება, მათ შორის ქართველი ხალხისგან.
ღმერთი არ გაუწყრეს ღარიბაშვილს და ბრეგაძეს, იმ ბრეგაძეს, რომლის პირობებშიც 10 დღის წინ ორი ადამიანი დაიწვა რუსთავის ციხეში და პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია, ჯვარი ეწეროთ ამ ადამიანებს მართლა, რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს მიხეილ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან ეს ადამიანებიც პირადად და ნუ ჰგონიათ, რომ მარტივად იქნება ან მარტივად არის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.