spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაგრძელება საქართველოზეა დამოკიდებული

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაგრძელება საქართველოზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ რუსთავის ციხესთან განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ყველა უფლება, რომელიც მას აქვს ირღვევა, რაც ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც რუსეთში. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე ახლა ქართველი ხალხის ხელშია. ამ მომენტისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაგრძელება საქართველოზეა დამოკიდებული. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს და ის საავადმყოფოში იმყოფებოდეს და დაცული იყოს. სამწუხაროდ, ახლა ეს არ ხდება. ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული”, – განაცხადა იასკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები