სამეგრელოში ოპოზიციის წარმომადგენელი ამირან ჯანაშია დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი გზაზე, აბაშაში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასრილი იარაღი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.
ამირან ჯანაშია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების ყოფილი დირექტორია, ის სისტემაში არსებულ კანონდარღვევებზე გასამართლებულია.