spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 8 810 751 ლარის ოდენობით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები