spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან მიახლოვებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ორ ოლქში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მონაცემები კვლავ ერთმანეთთან მიახლოებულია.

 

“დამატებით მე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უკვე გაახმოვანა. ეს არის ჩვენი პარტიული აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოვებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, იმისთვის, რომ აქაც გამოვრციხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება, თუნდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან.

 

მე არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში არ ჩავაყენებ ცუდ და წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს რომელიმე კანდიდატს და რა თქმა უნდა, არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ამით, შეიძლება რაღაც არასახარბიელო, ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო ჩვენი კანდიდატი, ამას მე არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მართლაც არის ასეთი ორი მუნიციპალიტეტი და ჩვენს ამომრჩეველს მართებს მაქსიმალური აქტიურობა და ამ შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში მივიყვანთ გამარჯვებას ბოლომდე” ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები