სრულიად გაუგებარი მიზეზებით მიხეილ სააკაშვილს უცვლიან პალატას, რაც ცხადია, აჩენს დამატებით კითხვებს. “ქართულ ოცნებას” ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ “ვივამედის” კლინიკასთან განაცხადა.
“2024 წლის 2 აგვისტოს საზღვრის კვეთის საქმეზე ახლად დანიშნულმა ე.წ. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სრულიად დაუსაბუთებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, რომ მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს, რაც არის სრული აბსურდი. მიხეილ სააკაშვილს არა თუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების და მასთან დეპუტატების შესვლის უფლებაც კი წართმეული აქვს. ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობამისჯილ ადამიანს, მეორეჯერ შეუფარდეს პატიმრობა.
დღესდღეობით, ასეთი საქმე მეორე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. სრულიად გაუგებარი მიზეზებით მიხეილ სააკაშვილს უცვლიან პალატას, რაც ცხადია, აჩენს დამატებით კითხვებს. მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას.
თუ კი ვინმესი ან რამის ეშინია “ქართულ ოცნებას”, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მაგალითი არის იმისა თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს მაშინ, როდესაც ერთიანდება.
ზუსტად იციან მათ, რომ როდესაც ქვეყანა იყო უიმედო მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში იყო წარმოუდგენელი კორუფცია, კრიმინალი და სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, გაეერთიანებინა ქვეყანა. სწორედ ამას ვერ პატიობს “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.