spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – იქნება აქციები, პარლამენტში მანდატების დატოვება თუ სხვა სახის პროტესტი, ყველაფერი გადაწყდება ნელ-ნელა

აქციებით, რომელსაც ჩვენ გავმართავთ თბილისში, ასევე რეგიონებშიც, ვითხოვთ და ველოდებით, შეიცვალოს რეალობა ქვეყანაში, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში უმრავლესობის ნება არ იყოს უგულებელყოფილი, არამედ იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამომავლო გეგმების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობს ამის შესახებ დროდადრო შეატყობინებენ.

 

“მიხედავად ტოტალური დაშინების, მოსყიდვის,ზეწოლისა და ასე შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რიგ შემთხვევებში დაიწერა 0.7 -0.9 -1.1 პროცენტი, ე.წ. გამარჯვება. ეს ნიშნავს, რომ ვერ გაიმარჯვეს და ამ ქალაქებში რეალურად გაიმარჯვა ოპოზიციამ. შესაბამისად, უმრავლესობის ნება არ არის ასახული მმართველობაში, უმცირესობა მართავს ყველაფერს და უმცირესობას აქვს მმართველობის ყველა ბერკეტი. ამ აქციებით, რომელსაც ჩვენ გავმართავთ რეგიონებშიც, იქნება თბილისშიც, ვითხოვთ და ველოდებით, შეიცვალოს რეალობა ქვეყანაში, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში უმრავლესობის ნება არ იყოს უგულებელყოფილი, არამედ იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაში.

 

ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, იქნება აქციები, პარლამენტში მანდატების დატოვება თუ სხვა სახის პროტესტი, ყველაფერი გადაწყდება ნელ-ნელა. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს საუბრები და განვაცხადებთ თანმიმდევრულად. მანამდე ჩვენ ვაპირებთ, გავიდეთ რეგიონებში და გავმართოთ დიდი აქციები დიდ ქალაქებში“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები