spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ხელისუფლების მოქმედებები ძალიან არასწორია და სამარცხვინოა

ჩემთვის ძალიან მძიმეა ვუყურო, ყოველდღე როგორ უარესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხთან  არასწორი და სამარცხვინოა. 

 

“სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა.  ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა. პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ვუყურო და ამაზე  საუბარი,  თუ როგორ  უარესდება მისი მდგომარეობა ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული.

 

ლიზა იასკომ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოიტანა, რომელსაც საზოგადოებას პრეზიდენტის ადვოკატები გააცნობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები