spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ჯგუფი, რომლის გასაღებასაც კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობენ, “ოცნების” პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა

მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედიასაშუალებები, “ოცნება” მიხეილ სააკაშვილს  აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“ოცნებამ” პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.

ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა.  ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც “ოცნება” კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, “ოცნების” პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა.

“ოცნების”  აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი – მანუჩარ რიჟვაძე. მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და “ოცნების” კოორდინატორები – ნუგზარ ინაიშვილი – ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი, ზურაბ მალაზონია – ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი, გაბი კამაევი – ბათუმის საკრებულოს “ოცნების”  ფრაქციის სპეციალისტი.

მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედიასაშუალებები, “ოცნება” მიხეილ სააკაშვილს  აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით.

მძიმე სანახავია, როგორ იყენებს “ოცნება” “ნაცმოძრაობის”. იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს “ოცნების” წინააღმდეგ “ნაცმოძრაობა” იყენებდა და რასაც თავად ებრძოდა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები