spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში

“ჩვენ ვხედავთ ყალბ სიხარულს, დღეს როდესაც თქვენ ზეიმობთ გამარჯვებას, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არის კიდევ ერთი ქვეყნისათვის გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც ჩვენი პარტნიორები მიგვითითებენ, რომ არჩევნების მიმართ ნდობა არის გასაზრდელი, რეფორმები არის შეუსრულებული და ამის გამო კრიტიკა აქვს ქვეყანას. ჩემთვის ეს არის ნამდვილად მიუღებელი, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ქვეყანა კიდევ ერთხელ დამარცხდა და ქვეყანაში უფრო მეტი პოლარიზაციაა. ჩემი პირადი აზრია, რომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, ყველა ბრძოლის ინსტრუმენტი, უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ. მე, როგორც ერთი დეპუტატი, ამ პარლამენტში ვარ დღეს, იმიტომ, რომ ჩემი ხმა გავაგონო საზოგადოებას და თქვენ  არ მოგცეთ შესაძლებლობა, რომ იდილია გქონდეთ პარლამენტის დარბაზში“- განაცხადა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე.

 

დეპუტატმა ასევე გაამახვილა ყურადღება, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მიუხედავად პოზიციებისა, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს ყველა იმ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც სხვა პატიმრებს აქვთ და მოხდეს მისი გადაყვანა  სამოქალაქო საავადმყოფოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები