spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გახსნილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა.

“დღის პირველ ნახევარში, ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრით სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა, ჩაერთნენ.

საღამოს კი მათ სადღესასწაულო განწყობაზე მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იზრუნეს.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ახალგაზრდულ ბანაკში დამამთავრებელი კლასის 130-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

ბანაკი 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და 5 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურა”, – აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები