უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გლაზგოში, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა დონბასში არსებული სიტუაცია განიხილეს.
“გლაზგოში აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას დონბასში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუცია განვიხილეთ. აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფორმებს”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
გლაზგოში, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო 120 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა.