ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს იმედა კლდიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატის თქმით, პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.